loading...

Friday, February 22, 2019

პატრიარქი თავის მთავარი სტიქაროსანს დაემშვიდობა - ილია II- მ 23 წლის ლევან ბორტიშვილს სიონში პანაშვიდი გადაუხადა


22 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ახლადგარდაცვლილი 23 წლის ლევან ბორტიშვილისთვის სიონის ტაძარში პანაშვიდი გადაიხადა. ლევანი წლების განმავლობაში პატრიარქის მთავარი სტიქაროსანი იყო.

„ლევანი, როგორც ანგელოზი, გაგვიფრინდა და გახდა ზეციური სამყაროს, ზეციური საქართველოს მკვიდრი.
შევთხოვთ უფალს, დააწესოს მისი უკვდავი სული, სადაცა წმინდანნი და მართალნი განისვენებენ.
მე თანაგრძნობას ვუცხადებ მშობლებს, ახლობლებს.
ლევანის წასვლა ეს ღვთის განგებაა. ღმერთს უფრო მეტად ჰყვარებია იგი, ვიდრე ჩვენ.
დღეს მის ცხედარს მივაბარებთ ჩვენს მიწას და იმედია, მისი სული ლოცვებს აღავლენს საქართველოს მშვიდობისა და ეკლესიის კეთილდღეობისთვის.“- განაცხადა პატრიარქმა.

Thursday, February 21, 2019

მარტოხელა დედა ნაგავსაყრელზე მუშაობდა. ერთხელ მან ჩანთა იპოვნა, ჩანთაში კი ისეთი რამ იდო…



ანა დოს სანტოს კრუსი 23 წლის მარტოხელა დედაა ბრაზილიიდან, სან-პაულოდან.
ის მუშაობდა ნაგავსაყრელზე, 10 საათის განმავლობაში, ყოველდღიური ლუკმა-პურისთვის. როგორც მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ეს იყო კაცების სამუშაო. იქ ის ერთადერთი ქალი იყო.
ერთ დღეს, მუშაობისას, ის ნაგავში წააწყდა პატარა ჩანთას, რომელშიც იდო დაახლოებით 80 000 $ -ის ჩეკი. ჩეკი იყო საჩუქარი კიბოთი დაავადებული ადამიანებისთვის, რომლებიც საავადმყოფოში მკურნალობდნენ, კერძოდ კი “ბარეტოს ონკოლოგიურ ცენტრში”
მას ორი გზა ჰქონდა – უნდა შეენახა ჩეკი, ან გადაეცა საავადმყოსოთვის. მან უკანასკენლი გზა აირჩია. ანამ თქვა, რომ ის ონკოლოგიით დაავადებულ ადამიანებს უფრო სჭირდებათ, ვიდრე მას.მეორე დღეს, მან ჩეკი ცენტრის დირექტორს გადასცა. ადგილობრივმა ადმინისტრაციამ კი, მადლობის ნიშნად გოგონას მათ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა – მისი ლამაზი სახე ახლა, მთელი ქალაქის მასშტაბით, ბილბორდებზეა.
ანამ თქვა, რომ ოცნება აუხდა – მას აქამდე ვერავინ ამჩნევდა. რომ მის შვილს მოსწონს სურათები. ანა დოს სანტოს კრუსი იმედოვნებს, რომ მისი ისტორია ადამიანებს დაარწმუნებს იმაში, რომ როგორ რთულ პირობებშიც არ უნდა ცხოვრობდე,პატიოსნება ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია..

მას ორი გზა ჰქონდა – უნდა შეენახა ჩეკი, ან გადაეცა საავადმყოსოთვის. მან უკანასკენლი გზა აირჩია. ანამ თქვა, რომ ის ონკოლოგიით დაავადებულ ადამიანებს უფრო სჭირდებათ, ვიდრე მას.მეორე დღეს, მან ჩეკი ცენტრის დირექტორს გადასცა. ადგილობრივმა ადმინისტრაციამ კი, მადლობის ნიშნად გოგონას მათ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა – მისი ლამაზი სახე ახლა, მთელი ქალაქის მასშტაბით, ბილბორდებზეა.
ანამ თქვა, რომ ოცნება აუხდა – მას აქამდე ვერავინ ამჩნევდა. რომ მის შვილს მოსწონს სურათები. ანა დოს სანტოს კრუსი იმედოვნებს, რომ მისი ისტორია ადამიანებს დაარწმუნებს იმაში, რომ როგორ რთულ პირობებშიც არ უნდა ცხოვრობდე,პატიოსნება ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია.

სასიხარულო ინფორმაცია მძღოლებისთვის, რომლებსაც 2018 წელს ავარია არ დაფიქსირებიათ

იმ ავტომფლობელებისთვის, რომლებიც წლის განმავლობაში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გამოიწვევენ, მესამე პირის სავალდებულო სადაზღვევო პაკეტის შეძენა გაცილებით ძვირი იქნება, - ამის შესახებ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ირაკლი თუთარაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას Bpn-ი ავრცელებს.

მისივე განმარტებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ მომზადებული კანონპროექტი ამოქმედებიდან სამი წლის შემდეგ ე.წ. „ბონუს-მალუს“ სისტემის შემოღებას ითვალისწინებს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მძღოლი რამდენიმე წლის განმავლობაში არ იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევას და არის ე.წ კარგი მძღოლი, მას მოუწევს ბევრად ნაკლები სადაზღვევო პრემიის გადახდა, ვიდრე იმ მძღოლს, რომელიც ხშირად ხვდება ავტოავარიაში. როგორც იცით, კანონპროექტით გათვალისწინებულია სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულების ქვედა და ზედა ზღვარი, რომელიც არ შეიცვლება. „ბონუს-მალუს“ სისტემის მიხედვით კი, თუ მაგალითად, მსუბუქი ავტომობილის მძღოლისთვის სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულება 100-დან 150-ლარამდეა, კანონმორჩილმა მძღოლმა შესაძლოა, 100 ლარზე ბევრად ნაკლები გადაიხადოს, ე.წ. ცუდი მძღოლების სადაზღვევო პრემია კი 150 ლარზე ძვირი ეღირება“, - განაცხადა ირაკლი თუთარაშვილმა. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ავტომობილების მფლობელებისათვის სავალდებულო დაზღვევა შემოდის.

წყარო : www.itar.ge

"ჩვენი გულნათელი, სახემზიანი მარიამი აღარ გვყავს" - რას წერენ ახალგაზრდა გოგონას მოულოდნელ გარდაცვალებაზე

19 წლის მარიამ სუბელიანის მოულოდნელად გარდაიცვალა.  გოგონას გარდაცვალებაზე სციალურ ქსელში აქტიურად წერენ სტატუსებს მისი  ყოფილი კლასელები, მასწავლებლები. როგორც მათივე სტატუსებიდან ირკვევა, გოგონა შესანიშნავად მღეროდა, ნიჭიერებით გამოირჩეოდა და კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ
"მე ვიცი, რა არის შვილის ტკივილი. მე ვიცი მოსწავლის ტკივილიც... შვილის ტკივილის ტოლა რომაა და ვერ მოინელებ, რომ სულ მცირედიც საკმარისია მასწავლებლისთვის ყოფილი მოსწავლის წასვლა ეტკინოს, სული და გულ-მუცელი აუწვას, გაანადგუროს, მეხივით დაატყდეს!..
ვერაფერს ვიტყვი, ეს ფოტოები ჩემი გადაღებულია იმ სამი წლის მანძილზე, მისი მასწავლებელი რომ ვიყავი! 
მხოლოდ რამდენიმე ფოტოა უფრო ადრინდელი- სხვების, მაგრამ მაინც ჩემმა ფოტოარქივმა შემოინახა. არ მივაჭერ-მოვაჭერი არაფერი, რადგან ეს ფოტოები გიამბობენ ამ გოგონას სასკოლო ცხოვრებაზე ლახამულაში და იმაზე, თუ როგორ ლამაზად ატარებდა ბავშვობას!
დიახ, ეს ფოტოები თავად მოგიყვებიან ვარდის ფურცელივით ნაზი და სიფრიფანა სულის მარი სუბელიანის შინაარსიან ცხოვრებაზე!" - მარიამის მასწავლებელი ლალი მარგიანი

ბერი, რომელსაც ეკლესია არ აღიარებს და მის სახლთან მლოცველი მრევლი: "შესაძლოა, საპატრიარქო შეცდეს, მაგრამ არ ცდებიან წმინდანები და ღმერთი..."

ნა­რი­მან მა­ქა­რაშ­ვი­ლი - ეს სა­ხე­ლი და გვა­რი შე­საძ­ლოა ბევ­რს არა­ფერს გე­უბ­ნე­ბათ, თუმ­ცა ეს იმ ადა­მი­ა­ნის სა­ე­რო სა­ხე­ლია, რო­მელ­ზეც ბევ­რი გსმე­ნი­ათ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით. ბერ­მა ნი­კო­ლოზ­მა წლე­ბია სა­კუ­თა­რი მრევ­ლის აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა, თუმ­ცა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ამ აღი­ა­რე­ბას არ აღი­ა­რებს. ბერს მღვდელმსა­ხუ­რე­ბა 20 წლის წინ შე­უ­წყდა, რისი მი­ზე­ზიც მისი სა­სუ­ლი­ე­რო სწავ­ლე­ბა გახ­და.
2016 წელს სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში, ეს შემ­დეგ­ნა­ი­რა­დაა გან­მარ­ტე­ბუ­ლი: „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, ტრან­სპორ­ტში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით ვრცელ­დე­ბა ბერი ნი­კო­ლო­ზის (მა­ქა­რაშ­ვი­ლი) ფო­ტო­ე­ბი ასე­თი ტექ­სტე­ბით: „მხსნე­ლი“, „გა­დამ­რჩე­ნე­ლი“ და ა.შ. გვინ­და გან­ვმარ­ტოთ, რომ ბერ ნი­კო­ლოზს თით­ქმის 20 წე­ლია ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს მღვდელმსა­ხუ­რე­ბა“ - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.
სა­ზო­გა­დო­ე­ბის მცი­რე ნა­წი­ლი ნი­კო­ლოზ მა­ქა­რაშ­ვილს "ერის გა­დამ­რჩე­ნელს" და ამ სა­უ­კუ­ნე­ში მცხოვ­რებ "ნამ­დვილ წმინ­დანს" უწო­დებს. მრევ­ლის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც თავს ბერი ნი­კო­ლო­ზის სუ­ლი­ერ შვი­ლე­ბად მი­იჩ­ნევს, თბი­ლის­ში ორ ად­გი­ლას იკ­რი­ბე­ბა სა­ლო­ცა­ვად: გამ­რე­კე­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც რამ­დე­ნი­მე თვის წინ ნი­კო­ლოზ მა­ქა­რაშ­ვი­ლი ცხოვ­რობ­და და ბარ­ნო­ვის ხი­დის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც ის დღეს ცხოვ­რობს. გაგრძელება

Saturday, February 16, 2019

ქართველი ემიგრანტის საოცარი ამბავი, რომელმაც ესპანელი მეუღლე ინტერნეტთამაშით გაიცნო - "მივიღე წერილი "მოთამაშე" მამაკაცისგან..."





მარ­ტის და­სა­წყის­ში მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტი 14 ქალ­ბა­ტო­ნი მი­იწ­ვი­ეს და­სა­ჯილ­დო­ებ­ლად. სცე­ნა­ზე მო­რი­გე­ო­ბით გა­მო­დი­ოდ­ნენ ამე­რი­კა­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში, ნი­დერ­ლან­დებ­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი. ემიგ­რან­ტთა­გან ერთი შა­ბი­ამ­ნის­ფერ სა­ღა­მოს კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი "ეს­პა­ნე­ლი" ეკა­ტე­რი­ნე სი­ხა­რუ­ლი­ძე იყო. ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და სათ­ქმე­ლის გად­მო­ცე­მა. ცრემლნა­რე­ვი ხმით მო­ა­ხერ­ხა მად­ლო­ბის გა­დახ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის, კა­ტა­ლო­ნი­ე­ლი მე­უღ­ლის - ჩავი პრა­ტის და დე­დის მი­მართ...

2011 წელს, ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კი­დევ ერ­თმა ქარ­თველ­მა ქალ­მა, ეკა­ტე­რი­ნე სი­ხა­რუ­ლი­ძემ შრო­მი­თი მიგ­რან­ტო­ბა გა­და­წყვი­ტა. ბარ­სე­ლო­ნა­ში ჩა­სულს ორ კვი­რა­ში გა­მო­უჩ­ნდა დრო­ე­ბი­თი სა­მუ­შაო. მიგ­რან­ტის­თვის სა­სი­ხა­რუ­ლო იყო ეს ფაქ­ტი: გა­მოც­დი­ლე­ბაც მი­ი­ღო და ნელ-ნელა ეც­ნო­ბო­და სამ­ხრე­თევ­რო­პულ ცხოვ­რე­ბას. მერე ჩა­ვიც გა­მოჩ­ნდა...

ეკა­ტე­რი­ნეს ლაღი ბავ­შვო­ბის გა­რან­ტია მისი მშობ­ლე­ბი იყ­ვნენ. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ხატ­ვა და ამი­ტო­მაც, სკო­ლის კედ­ლის გა­ზე­თე­ბის გა­ფორ­მე­ბას მუ­დამ მას ავა­ლებ­დნენ. ვი­საც კო­მუ­ნის­ტუ­რი ეპო­ქის სკო­ლებ­ში უს­წავ­ლია, აუ­ცი­ლებ­ლად ემახ­სოვ­რე­ბა კედ­ლის გა­ზე­თე­ბი ტრა­ფა­რე­ტუ­ლი სტა­ტი­ე­ბით. კედ­ლის გა­ზე­თი ყვე­ლა კლასს ჰქონ­და, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად ჰყავ­და თა­ვი­სი მოს­წავ­ლე-რე­დაქ­ტო­რი, დი­ზა­ი­ნერ-მხატ­ვრის და ჟურ­ნა­ლის­ტის ფუნ­ქცი­ით...

კითხვის გაგრძელება : https://www.ambebi.ge/article/223027-kartveli-emigrantis-saocari-ambavi-romelmac-espaneli-meugle-internettamashit-gaicno-mivige-cerili-motamashe-mamakacisgan/

გორში დედამთილმა ორსული რძალი სასტიკად სცემა -გოგონა იავნანას კლინიკაში, გადაიყვანეს


გორში დედამთილმა ორსული რძალი სცემა – ამ ინფორმაციას გორის სათემო რადიო ,,მოზაიკა” ავრცელებს. ოჯახური კონფლიქტი 15 თებერვალს მოხდა.
ნაცემი ქალი პოლიციამ ჯერ გორის ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკაში, შემდეგ კი სამედიცინო დაწესებულება ,,იავნანაში” გადაიყვანა.
ოჯახში ძალადობის ფაქტი დღეს მოხდა.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო. საქმე ოჯახში ძალადობის მუხლით აღძრეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

მოზაიკა

Wednesday, July 5, 2017

„დარჩენილი არის 400 მეტრი ცენტრალურ მაგისტრალამდე, 400 მეტრი არის ავტომატის დაფარვის ზონა“ - სკანდალური პროგნოზი

რუსეთის მთავარი მიზანი დასავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზაა- აცხადებს პაატა დავითაია. საოკუპაციო ხაზის მორიგი გადმოწევის თემაზე საუბრისას, "ევროპელი დემოკრატების" ლიდერი აცხადებს, რომ ცენტრალურ მაგისტრალამდე მხოლოდ 400 მეტრია დარჩენილი, რაც მაგალითისთვის, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დაფარვის ზონაა. დავითაიას თქმით, ახლა იქ, რომ სროლა დაიწყოს, მაგისტრალზე ავტომანქანები ვეღარ იმოძრავებენ. დავითაია ამბობს, რომ  ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს არ იცავს არც საერთაშორისო ასპარეზზე და არც ქვეყნის შიგნით, როდესაც პატივს არ სცემს კანონს ოკუპაციის შესახებ. დავითაიას განცხადებით, ამ კანონის დამრღვევი პირების გახშირებული ვიზიტები საქართველოში, ტესტია რუსეთის მხრიდან:

 "ეს იმიტომაა, რომ მთელი პოლიტიკა ქართული ოცნების მხრიდან მიმართული იყო იქითკენ, რომ მოხსნილიყო საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან. ეს რუსეთმა იცის ძაან კარგად. ის არანაირ ფასს არ იხდის იმ მცოცავ ოკუპაციაში, რომელსაც აწარმოებს. აქედან გამომდინარე, არ ეშინია ნაბიჯების გადადგმა და ამ ნაბიჯებს დგამს. მთავარი მიზანი ეს არის საავტომობილო გზა თბილისსა და დასავლეთ საქართველოს შორის, დაახლოებით დარჩენილი არის 400 მეტრი ცენტრალურ მაგისტრალამდე. 400 მეტრი არის ავტომატის დაფარვის ზონა. თავისუფლად შეიძლება ახლაც რომ დაიწყოს ვიღაცამ სროლა მანქანები უკვე ვეღარ ივლიან და მათ უნდათ ამ ტრასის ხელში ჩაგდება და შუაზე გადატეხვა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოსი. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ყველაფერზე იგნორს აკეთებს, არც უნდა ამ პოლიტიკით დაკავდეს და რეალურად,   მთელ პერიმეტრზე უნდა იყოს უკვე საგუშაგოები განლაგებული. უკვე უნდა იყოს მოძრავი საპატრულო ეკიპაჟები.

გარე თემებში არსად არ აყენებენ საკითხს. პირიქით, ელაქუცებიან რუსეთს და ყველაფერს აკეთებენ მათი ინტერესებიდან გამომდინარე. არ იცავენ ოკუპაციის კანონს. რეალურად რომ ჩამოდის ეს ხალხი, ეს არის ტესტი რუსების მხრიდან - აბა როგორ მოიქცევიან ქართველები. ხედავენ, რომ საკუთარ კანონს არ სცემ,ენ ქართველები პატივს, როდესაც ჩამოვიდა იგივე, პუტინის მრჩეველი და შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ ხანდაზმულობის ვადა ჰქონდა გასული, თუმცა 2014 წელსაც იყო სოხუმში. ეს ცხადყოფს იმას, რომ დასცინიან ქვეყანას რუსეთიდან, დასცინის ქართული ოცნებაც და აქედან გამომდინარე ეს კიდევ გაგრძელდება თუ სტრატეგია არ შეცვალა ქართულმა ოცნებამ" განაცხადა პაატა დავითაიამ "პირველ რადიოსთან" საუბარში

Tuesday, June 20, 2017

"ბიძინა ივანიშვილი იმყოფება მიუნხენის კლინიკაში. დიაგნოზი არის იშემიური შოკი” - რა ინფორმაციას ფლობს ელისო კილაძე

"ქრონიკა +"- ის მთავარი რედაქტორი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ელისო კილაძის ინფორმაციით ივანიშვილი გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადის მკურნალობას.
მისივე ინფორმაციით ექსპრემიერს იშემიური შოკის დიაგნოზი დაუსვეს.
"ბიძინა ივანიშვილი იმყოფება გერმანიაში მიუნხენის გარეუბანში, კლინიკაში.
დიაგნოზი არის იშემიური შოკი.
ნებისმიერ ემოციას-დადებითს და უარყოფითს შეუძლია გამოიწვიოს ფართო ინსულტი.
უახლოესი თვეები ის იქნება იზოლირებული .
პოლიტიკას ჩამოშორებულია !!!"- წერს ელისო კილაძე.


C www.newposts.ge

Friday, March 17, 2017

რუსი ტურისტის დამცინავი ბლოგი საქართველოზე - " ჩვენ 90-იან წლებში მოვხვდით"

რუსი ტურისტი ანდრეი სმირნოვი საქართველოში მოგზაურობის შესახებ ბლოგს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოში მოგზაურობამ 90-იანი წლები გაახსენა და ერთი სული ჰქონდა, "დიდებულ მოსკოვში" დაბრუნებულიყო.

"საქართველოში ყოფნის მეხუთე დღეს მოსკოვში დაბრუნება მომინდა. შავებში ჩაცმული ქართველების შემდეგ ისევ სხვადასხვა ფერის ტანსაცმელში გამოწყობილ მოსკოველებს შორის მომინდა ყოფნა. ჩვენ ისევ მოვხვდით 90-იან წლებში და დროა 2017-ში დავბრუნდეთ.
პირველივე დღეს ძველი ქალაქი დავათვალიერე. შოკი იყო. ასობით დანგრეული ხის და ქვის სახლი, სანახევროდ დანგრეულებიც. სადღაც კედელი აკლია, მაგრამ რამდენიმე ფანჯარაში ანთია შუქი. რომელიღაც ბინას არ აქვს იატაკი, მაგრამ დანარჩენ ბინებში ხალხი მაინც ცხოვრობს. ზოგიერთი აივანი თავისუფლად შეიძლება თავზე დაგეცეს. ასფალტი მოშლილია ან არ არსებობს.
საღამოს რესტორანში წავედით. მოაქვთ მენიუ რუსულ ენაზე. მიმტანი 20 წლამდე, თავაზიანი, რუსულად კი ლაპარაკობს, მაგრამ სიტყვები აშკარად აკლდება. შევუკვეთეთ მწვადი, ხაჭაპური და ლობიო. მენიუში ლობიოსთან ერთად გაურკვეველი რუსული სიტყვა წერია. ეს რა არის? - ვკითხეთ. ბიჭი ცოტა ხანს დაფიქრდა და გვაპუსობს = კომბოსტო. ერთმანეთს გაკვირვებით შევხედეთ და გადავწყვიტეთ ეს უცნაურობა გაგვესინჯა. მოიტანეს ლობიო ქოთანში, კომბოსტოს გემოს ვერ გვრძნობთ. ქოთნის გვერდით კი თეფშზე წიწაკის მარინადი დევს. დავუძახეთ მიმტანს. "ეს არის კომბოსტო?“ - მივუთითებთ წიწაკაზე. „კომბოსტოა“ - გვპასუხობს ის.
სიცილი ძლივს შევიკავეთ.

დილით მივდივარ მშრალ ხიდზე, სადაც ძველმანების ბაზრობაა, გვერდით მდებარე სკვერში კი მხატვრების ნამუშევრები იყიდება. ასფალტზე ქართველების მთელი ყოფილი საბჭოთა სიმდიდრე აწყვია: ფაიფურის ქანდაკებები, ჭურჭელი, კედლის საათები, ბროლის ლანრაკები, ჭიქები და ჭაღები, ბეჭდები, საყურეები, წიგნები რუსულ ენაზე, ძველი ტაშტები, ინსტრუმენტები, მაკრატლები, უთოები. ჩანს, რომ საბჭოთა დროს ქართველებს არ უჭირდათ, ახლა კი ყველაფრის გაყიდვა უწევთ, რაშიც კი რამე თანხის მიღება შეიძლება. ჩვენ თითქმის ახალი, საბჭოთა მოოქროვილი ჩაის ნაკრები მოგვეწონა (75 ლარი - 1800 რუბლი). საბჭოთა კავშირში ასეთ ნაკრებს ნაცნობობით თუ შეიძენდი.
ხიდთან საფეხმავლო ქუჩაა, აბაშიძის. მისი სრული რესტავრაცია მოხდა 2016 წელს. ქუჩაში რამდენიმე ნახევრადცარიელი კაფე და პატარა მაღაზიებია. შევდივართ ჩანთების მაღაზიაში. „ფენდი“ მაიკლ კორსი“, „ბარბერი“, „შანელი“... 2000-იდან 6000 რუბლამდე. შემდეგი ფეხსაცმლის მაღაზიაა. ყველა ფეხსაცმელი თურქული წარმოების.
ლესელიძის ქუჩაზე საბავშვო მაღაზიაში შევიხედეთ. ვათვალიერებთ კაბას HM-ის იარლიყით. ფასი 20 ლარი(500 რუბლი). გამყიდველს ვეუბნებით, რომ ხვალ გამოვივლით. ის კი მოწყენილად გვპასუხობს: „მე დღეს მჭირდება ფული.“ შევხედე და მივხვდი, მას ნადვილად დღესვე, ძალიან სჭირდება 500 რუბლი.
თბილისში ძალიან ცოტაა ჩვენთვის ცნობილი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზია. რა თქმა უნდა, გუმი ან ცუმი ქართველი მომხმარებლისთვის არაა შექმნილი. მოსახლეობას არ აქვს ფული, ამიტომ ასეთი ბრენდების გახსნა არც ღირს. როგორც ჩვენ გავიგეთ, კომერციული ცენტრი მხოლოდ ერთია - ქალაქგარეთ. არც თუ ისე დიდი 4-სართულიანი შენობა, რომლის მხოლოდ ორ სართულზეა მაღაზიები, ხოლო ზედა სართულები ცარიელია. საღამოს 6 საათზე ძალიან ცოტა ხალხია. პირველ სართულზე ქალაქში ყველაზე დიდი სუპერმარკეტია. ყველა დასახელება და ქვითრები - ინგლისურად და ქართულად არის.
თბილისში, პროდუქტის ბევრი პატარა მაღაზიაა, თუმცა პროდუქტების არჩევანი მცირეა(მაგალითად, მხოლოდ 2 სახის ყველი - იმერული და სულგუნი, არავითარი რუსული ყველის მსგავსი, ან ფეტა ან მოცარელა).
მთელი იქ ყოფნის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ ერთი პატარა წიგნის მაღაზია შეგვხვდა. კითხულობენ თუ არა ქართველები წიგნებს, არ ვიცი.
ქუჩებში ბევრი მოწყალების მთხოვნელია, არა მხოლოდ მოხუცები არამედ ახალგაზრდა ქალები.
მცხეთაში შავებში ჩაცმული ქალები ხელებზე ჩაგებღაუჭებიან და გიყვებიან ისტორიებს შვილებზე, რომელთაც პურიც კი არ აქვთ და არ შეგეშვებიან, სანამ ფულს არ მისცემ. სიღნაღისა და გორის გზაზე კი ქარი ნაგავს დააფრიალებს, ხეებზე და ბუჩქებზე პარკები კიდია.
ერთ საღამოს მთავარ ქუჩაზე შოთა რუსთაველის გამზირზე გავედით. რუსეთის იმპერიის დროს აგებულმადიდებულმა შენობებმა ჩვენი ყურადღება მიიქცია. და ამ ყველაფრის შუაგულში დიდი ასოებით აწერია „საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი.“
გეტყვით, რა მომიყვა ადამიანმა, რომელიც მუზეუმში იმყოფებოდა: „მუზეუმი მოგვითხრობს ყველა საშინელებას რაც ბოლშევიკებმა ქართველი ერის წინააღმდეგ ჩაიდინეს. მუზეუმის „მოსაცდელ ოთახში“ დგას ვაგონი, რომელშიც თითქოს ბოლშევიკებმა ქართველები დახვრიტეს. დარბაზის ცენტრში - ციხის კარებია. მთელი გამოფენა საპრყობილეს ჰგავს. წარწერები რუსულად არ არის: მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზე . ამ საშინელ ფაქტებს კი ბოლშევიკების შესახებ, უცხოელი ტურისტები კამერებზე აღბეჭდავენ.
და აი აქ კი აღვშფოთდი: საქართველო საკუთარი თხოვნით გახდა იმპერიის ნაწილი. თბილისში ყველა სახლი აგებულია მე-19 საუკუნეში, მე-20 საუკუნის დასაწყისში. გენერალს (სტალინი) ან დანანებია ფული საკუთარი სამშობლოსთვის. ყველა ცნობილი ეკლესია-მონასტერი მე-19 საუკუნეში აღადგინეს, საბჭოთა კავშირის დროს.
მადლიერმა საქართველომ რუსეთს ძეგლი დაუდგა - საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი!
თუ 2014 წელს საქართველოში 4.5 მილიონი ქართველი ცხოვრობდა, 2015 წელს ოფიციალური მონაცემებით 2.7 დარჩა. რესტორანში ახალგაზრდა მუსიკოსმა გვითრხა, რომ ამ წელს მეუღლესთან და შვილთან ერთად მოსკოვში აპირებას საცხოვრებლად გადასვლას.
უნდა ვაღიარო, დროდადრო, საბჭოთა კავშირის დაშლის გამო სინანული მეუფლებოდა. მაგრამ საქართველოში ყოფნის შემდეგ, რომელსაც „რუსეთი კვებავდა“, მივხვდი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მათ სკოლიდან რუსული ენა განდევნეს და პირველი კლასიდან ინგლისურს ასწავლიან, ქუჩები სასვეა ქართული და ინგლისური წარწერებით, ყველა მუზეუმსა და ეკლესიზეც კი. რას იზამ. ამერიკა დაეხმარება მათ! შესაძლოა...

ჩვენ კი მოსკოვში დაბრუნება გვიხაროდა. მისი ხმაურიანი ფართო ქუჩებით, დიდებული იმპერიული არქიტექტურით, ღია ფერის ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდებით, ჭრელი ტაძრებით და მოოქროვილი გუმბათებით, მაღაზიებისა და კაფეების მიმზიდველი ვიტრინებით. მალე გაზაფხული მოვა, გაზონებზე ყვავილებს დარგავენ, კაფეების მეპატრონეები მოსკოვის ქუჩებში დამატებით მაგიდებს დადგამენ, გოგონები მოკლე კაბებს ჩაიცვამენ... ფესტივალები, კონცერტები, გამოფენები... მოკლედ, ”აქ რუსეთის სულია, აქ რუსეთის სურნელი მცემს” - წერს რუსი ტურისტი.

Monday, February 20, 2017

სვეტიცხოვლის ისტორია

სვეტიცხოველი მდებარეობს             მცხეთაში, თბილისიდან 20 კმ-ზე.სვეტიცხოველი გეგმაში წარმოადგენს ჯვარს მოკლე განივი მკლავებით და გრძივი ჭრილებით. აღმოსავლეთის მკლავი თავდება აფსიდით. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა. გუმბათის ყელში 16 სარკმელია. ძველი ფრესკების უმეტესობა აღარაა შემორჩენილი. მოღწეული ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია. სუფთად ნათალი ქვებით მოპირკეთებული ფასადები მდიდრულადაა მორთული.
ტაძრის შიგნით, გუმბათის მახლობლად სვეტებზე დაყრდნობილი კოშკისებური ნაგებობა - ეს არის საკუთრივ "სვეტიცხოველი". აქ ინახებოდა სასწაულმოქმედი სვეტის ნაწილი, რომლის ქვეშაც მარხია კვართი უფლისა. სამხრეთ მხარეს, შესასვლელიდან მადჯვნივ ქვის პატარა სამლოცველო იერუსალიმის ტაძრის გამოსახულებაა.
გალავანი 1787 წელს აუგიათ ერეკლე II - ის ბრძანებით. დასავლეთით მოთავსებულია სამრეკლო და XI ს-ის კარიბჭე - არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში.
საუკუნეების განმავლობაში ტაძარი იყო მეფეთა საძვალეც. აქ არიან დასაფლავებული: ვახტანგ გორგასალი, ერეკლე II, საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII და სხვა დიდებულები.
იგი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მასში განისვენებს კვართი უფლისა იესო ქრისტესი. იგი არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო:
გადმოცემის თანახმად, მცხეთის მკვიდრი ებრაელი ელიაზარი დასწრებია იესო ქრისტეს ჯვარცმას. ჯვარიდან მისი ჩამოხსნის შემდეგ მას რომაელი ჯარისკაცებისგან შეუძენია კვართი უფლისა და საქართველოში ჩამოუტანია. მცხეთაში ჩამოსულ ელიაზარს მისი და - სიდონია შეგებებია, რომელსაც ტირილით ჩამოურთმევია ქრისტეს კვართი, გულში ჩაუკრავს და მსწრაფლ სული განუტევებია. ვერავინ შესძლო იგი მიცვალებულისათვის ხელიდან გამოეგლიჯა და სიდონია ძვირფას კვართიანად დაუკრძალავთ. მის საფლავზე უზარმაზარი ლიბანის ნაძვის ხე ამოსულა, რომლის ქვეშ ზამთარ - ზაფხულ ყვავილნი ყვაოდნენ.
337 წელს ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს ნინო განმანათებლის რჩევით, განუძრახავს ტაძრის აგება იქ, სადაც დაკძალული იყო კვართი უფლისა. მოუჭრიათ საფლავზე ამოსული ხე და მისგან შვიდი სვეტი გამოუთლიათ.
ექვსი სვეტი აღუმართავთ, მეშვიდე კი - ყველაზე დიდი და გაბრწყინებული მიწას არ მიჰკარებია, ჰაერში ჩამოკიდულა, ანათებდა, გამოსცემდა სურნელს, ხოლო ძირიდან წარმოსდინდებოდა მირონი, რომელიც ყველა სენს კურნავდა. სწორედ ეს იყო "სუეტი ცხოველი" - სიცოცხლის მომნიჭებელი სვეტი, რომელის სახელიც ეწოდა ტაძარს.
შემდეგში ამ პირველი, ხის ეკლესიის ადგილას V ს-ის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა ააშენა ბაზილიკური ტიპის ქვის დიდი ეკლესია, 1010 - 1029 წლებში კი კათალიკოს მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ააგო ახლანდელი დიდი სვეტიცხოველი.
ლეგენდის მიხედვით, რადგან სვეტიცხოველის მშენებელს მასწავლებლისათვის უჯობნია და თანაც მეფე გიორგის რჩეული ქალი შეყვარებია, მისთვის ხელი მოუკვეთიათ. ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე, ზემოთ, გამოსახულია ხელი, რომელსაც გონიო უპყრია. გვერდით წარწერაა: "ხელი მონისა არსუკისძისაი, შეუნდვეთ".

Saturday, February 18, 2017

კაცხის ,,სვეტის” ისტორია

ალბათ გსმენიათ ,,შავი ოქროს” ქალაქ, ჭიათურაზე, სწორედ ჭიათურიდან, ზესტაფონის მიმართულებით 8 კმ-ს თუ გაივლით, გზად შეგხვდებათ ზემო იმერეთის ერთ_ერთი უძველესი და ულამაზესი სოფელი_კაცხი. ,,გეოგრაფიული ტერმინი  _ კაცხი სვანური სიტყვაა და მწვერვალს ნიშნავს” _ განმარტავს აკადემიკოსი აკაკი შანიძე. აამ სოფლის ერთ-ერთი კლდის ძირში იღებს სათავეს მდინარე კაცხურა. მდინარე კაცხურის ულამაზესი ხეობის ფერდობის ზედა ნაწილის კიდეზე მდებარეობს ,,კაცხის სვეტი”  რომელიც მრავალი საუკუნის წინად ტექტონიკური ძვრების შედეგად გაჩნდა. სვეტი 40-45 მეტრის სიმაღლისაა. კაცხის ,,სვეტი” უძველესი დროიდან იქცევდა ადამიანების ყურადრებას.
 არსებობს უამრავი ლეგენდა კაცხის სვეტის წარმოშობის შესახებ. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად “იმ  არემარეში ახალი ედემის გაშენება უნებებია უფალს, მოუხმია ანგელოზნი, ზოგიერთისთვის  ყვავილნარის გაშენება უბრძანებია, ზოგისთვის ხეხილის, ზოგისთვის_ცხოველების გამრავლება  დაუვალებია. მორთეს და მოკაზმეს იქაურობა ანგელოზებმა. ერთ ადგილას დიდი ქვა ამოზრდილა,  ქვეშ უხსენებელმა დაიბუდა თურმე. გადმოხედა უფალმა ახალ ედემს, უზარმაზარი ჭრელი  უხსენებელიც დაინახა. განრისხდა, გადმოასხა მდუღარე ტალახი, ამობუგა ქვეწარმავლის ბუდე.  ჰაერშივე გაცივდა მოთუხთუხე ლავა, გაიყინა, აღიმართა სვეტად, ნიშნად იმისა, რომ დედამიწაზე  მოშთობილიყო ცდუნება და ვერაგობა.” ხალხმა სალოცავად აქცია ,,სვეტი” ქრისტესობამდე ,,სვეტი”  წარმართული კულტის_ნაყოფიერების დანიშნულებას ასრულებდა. ქრისტიანობის სახელმწიფო  რელიგიად გამოცხადების შემდეგ კი ,,სვეტზე” ეკლესია ააშენეს და წარმართულ ღვთაებათა პანთეონს  იგი სამუდამოდ გამოეყო. ამას ადასტურებს სვეტის ძირსი გამოკვეთილი ბოლნური ტიპის ჯვარი,  რომელსაც პარალელები ბოლნისსა და სირიაში მოეპოვებათ.

 1944 წლის ივლისში კაცხის სვეტზე ასულა პირველი ექსპედიცია, ალპინისტ ალექსანდრე ჯაფარიძის    ხელმძღვანელობით, მას თან ახლდა ხელოვნებათმცოდნე ვახტანგ ცინცაძე, მწერლები ლევან გოთუა და  აკაკი ბელიაშვილი, ასევე ჭიათურაში მცხოვრები ახალგაზრდები: შოთა ფოფხაზე და პაატა კუპატაძე.
 ჶექსპედიციის შთაბეჭდილებები მწერალმა ლევან გოთუამ დაწერა_წიგნი ,,მგზავრული კრიალოსანი”.  ხოლო რაც შეეხება ექსპედიციის მეცნიერულ კვლევას. ა1946 წელს ხუროთმოძღვრების სპეციალისტმა  ვახტანგ ცინცაძემ გამოაქვეყნა. მკვლევარის აზრით კლდის თხემზე ადრე შუა საუკუნეებს ორი  დარბაზული ეკლესია  იდგა. ერთი ნახევრად კლდეში ნაკვეთი (ვს.) მეორე კი მთლიანად ქვით ნაგები  (ვჳს). ეს კომპლექსი ვახტანგ ცინცაძემ მესვეტეობას დაუკავშირა, სირიში გავრცელებული უკიდურესად  ასტეკურ საბერმონაზვნო ცხოვრების წესს, რომლის ფუძემდებელი სვიმონ მესვეტე უფროსი (356-459  წ.წ) ანტიოქიის აღმოსავლეთით, ალეპოს სიახლოვეს ქვით აგებულ, მაღალ სვეტზე დამკვიდრდა და  ცხოვრების დიდი ნაწილი ამ სვეტზე გაატარა.
 1977 წელს კაცხის მონასტერში აღორძინდა სამონასტრო ცხოვრება, სესაბამისად საჭირო გახდა    სამონასტრო ცხოვრებისთვის სათანადო პირობების შექმნა. ყოველივე ამის გაკეთება კაცხში მორვაწე    ბერის, მამა მაქსიმეს დაუღალავი შრომითა და ძალისხმევით გაკეთდა. 1999 წელს დაიჭყო და 2000  წელს დასრულდა სვეტის ეზოში, სვიმონ მესვეტის სახელობის ეკლესიის აღდგენა. ეს ეკლესია  აღადგინა კაცხის მცხოვრებმა გიორგი მოდებაძემ. მან ჩვენთან საუბარში განაცხადა რომ ,,მონასტრის  ნაწილი, რომელიც არ იყო დანგრეული ხელშეუხებლად არის დატოვებული, აღდგენილია მონასტრის  ზემოთა ნაწილი, კუთხეებიდან.”
,,სვეტზე” ექსპედიცია 1999 წელს მეორედ ავიდა ალპინისტ ბ. გუჯაბიზის ხელმძღვანელობით.
,,ჭიათურმანგანუმის” გენერალური დირექტორის ბ-ნი აკაკი გურჯიძის ფინანსური დახმარებით 2006 წელს მოეწყო ,,სვეტზე” ასასვლელი კიბე.
2007 წელს კაცხის სვეტზე, ნანგრევებში აღმოაჩინა ქვა, ასომთავრული წარწერით. რომელიც როგორც ბერმა მაქსიმემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა XI საუკუნეს მიაკუთნეს. საინტერესოა წარწერის შინაარსი. წარწერაში მოხსენიებულია ვინმე ფრიად ცოდვილი გიორგი, რომელსაც სამი სახლი აუშენებია ,,ძელი ცხოველზე” დამკვიდრებულ დაყუდებულთათვის, ამგვარად საქმე ეხება ,,სვეტზე” ბერებისთვის განკუთვნილი სამი სენაკის მშენებლობას, საყურადრებოა ,,სვეტის” და სავარაუდოდ ,,სვეტზე” არსებული ეკლესიის სახელობაც_“ძელი ცხოვრებისა”. საინტერესოა ისიც რომ დღესაც სვეტზე ეკლესიების და სენაკების მშენებელი გიორგი მოდებაძეა, იმ ფრიად ცოდვილი გიორგის მოსახელე, რომელმაც ხჳ საუკუნეში სამი ეკლესია ააშენა ,,ძელი ცხოვრებაზე”.
კაცხურის ხეობაში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, ყველა ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავენ. მაგრამ განსხვავებულია მაინც კაცხის სვეტთან დაკავშირებული დრესასწაულები: ,,სვეტობა ანუ სვეტიცხოვლობა”_ეს დრესასწაული აღინიშნება აღდგომის შემდეგ პირველ პარასკევს. ,,კოხინჯრობა”_აღინისნება ამაღლების სემდეგ ორშაბათს. ეს დღესასწაული განსაკუტრებით არინიშნება კაცხის სვეტთან. უამრავი ხალხი იკრიბება ამ დრეს ,,სვეტთან”. რიტუალი დილიდან იწყება და გვიან ღამით მთავრდება. ,,სვიმონ მესვეტის ხსენების დღე”_ აღინიშნება 14 სექტემბერს. ეს არის სვეტის ეზოში მდებარე ტაძრის დღესასწაული.

Thursday, February 16, 2017

საქართველოს 7 საოცრება

1) ყაზბეგი


2)ვარძია                                                                                         


3)მარტვილის კანიონი                                                              


4)თუშეთი                                                                                   


5)სვანეთი                                                                                    



6) კრუბერის მღვიმე                                                                


   7)მცხეთა