ალბათ გსმენიათ ,,შავი ოქროს” ქალაქ, ჭიათურაზე, სწორედ ჭიათურიდან, ზესტაფონის მიმართულებით 8 კმ-ს თუ გაივლით, გზად შეგხვდებათ ზემო იმერეთის ერთ_ერთი უძველესი და ულამაზესი სოფელი_კაცხი. ,,გეოგრაფიული ტერმინი _ კაცხი სვანური სიტყვაა და მწვერვალს ნიშნავს” _ განმარტავს აკადემიკოსი აკაკი შანიძე. აამ სოფლის ერთ-ერთი კლდის ძირში იღებს სათავეს მდინარე კაცხურა. მდინარე კაცხურის ულამაზესი ხეობის ფერდობის ზედა ნაწილის კიდეზე მდებარეობს ,,კაცხის სვეტი” რომელიც მრავალი საუკუნის წინად ტექტონიკური ძვრების შედეგად გაჩნდა. სვეტი 40-45 მეტრის სიმაღლისაა. კაცხის ,,სვეტი” უძველესი დროიდან იქცევდა ადამიანების ყურადრებას.
არსებობს უამრავი ლეგენდა კაცხის სვეტის წარმოშობის შესახებ. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად “იმ არემარეში ახალი ედემის გაშენება უნებებია უფალს, მოუხმია ანგელოზნი, ზოგიერთისთვის ყვავილნარის გაშენება უბრძანებია, ზოგისთვის ხეხილის, ზოგისთვის_ცხოველების გამრავლება დაუვალებია. მორთეს და მოკაზმეს იქაურობა ანგელოზებმა. ერთ ადგილას დიდი ქვა ამოზრდილა, ქვეშ უხსენებელმა დაიბუდა თურმე. გადმოხედა უფალმა ახალ ედემს, უზარმაზარი ჭრელი უხსენებელიც დაინახა. განრისხდა, გადმოასხა მდუღარე ტალახი, ამობუგა ქვეწარმავლის ბუდე. ჰაერშივე გაცივდა მოთუხთუხე ლავა, გაიყინა, აღიმართა სვეტად, ნიშნად იმისა, რომ დედამიწაზე მოშთობილიყო ცდუნება და ვერაგობა.” ხალხმა სალოცავად აქცია ,,სვეტი” ქრისტესობამდე ,,სვეტი” წარმართული კულტის_ნაყოფიერების დანიშნულებას ასრულებდა. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ კი ,,სვეტზე” ეკლესია ააშენეს და წარმართულ ღვთაებათა პანთეონს იგი სამუდამოდ გამოეყო. ამას ადასტურებს სვეტის ძირსი გამოკვეთილი ბოლნური ტიპის ჯვარი, რომელსაც პარალელები ბოლნისსა და სირიაში მოეპოვებათ.
1944 წლის ივლისში კაცხის სვეტზე ასულა პირველი ექსპედიცია, ალპინისტ ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, მას თან ახლდა ხელოვნებათმცოდნე ვახტანგ ცინცაძე, მწერლები ლევან გოთუა და აკაკი ბელიაშვილი, ასევე ჭიათურაში მცხოვრები ახალგაზრდები: შოთა ფოფხაზე და პაატა კუპატაძე.
ჶექსპედიციის შთაბეჭდილებები მწერალმა ლევან გოთუამ დაწერა_წიგნი ,,მგზავრული კრიალოსანი”. ხოლო რაც შეეხება ექსპედიციის მეცნიერულ კვლევას. ა1946 წელს ხუროთმოძღვრების სპეციალისტმა ვახტანგ ცინცაძემ გამოაქვეყნა. მკვლევარის აზრით კლდის თხემზე ადრე შუა საუკუნეებს ორი დარბაზული ეკლესია იდგა. ერთი ნახევრად კლდეში ნაკვეთი (ვს.) მეორე კი მთლიანად ქვით ნაგები (ვჳს). ეს კომპლექსი ვახტანგ ცინცაძემ მესვეტეობას დაუკავშირა, სირიში გავრცელებული უკიდურესად ასტეკურ საბერმონაზვნო ცხოვრების წესს, რომლის ფუძემდებელი სვიმონ მესვეტე უფროსი (356-459 წ.წ) ანტიოქიის აღმოსავლეთით, ალეპოს სიახლოვეს ქვით აგებულ, მაღალ სვეტზე დამკვიდრდა და ცხოვრების დიდი ნაწილი ამ სვეტზე გაატარა.
1977 წელს კაცხის მონასტერში აღორძინდა სამონასტრო ცხოვრება, სესაბამისად საჭირო გახდა სამონასტრო ცხოვრებისთვის სათანადო პირობების შექმნა. ყოველივე ამის გაკეთება კაცხში მორვაწე ბერის, მამა მაქსიმეს დაუღალავი შრომითა და ძალისხმევით გაკეთდა. 1999 წელს დაიჭყო და 2000 წელს დასრულდა სვეტის ეზოში, სვიმონ მესვეტის სახელობის ეკლესიის აღდგენა. ეს ეკლესია აღადგინა კაცხის მცხოვრებმა გიორგი მოდებაძემ. მან ჩვენთან საუბარში განაცხადა რომ ,,მონასტრის ნაწილი, რომელიც არ იყო დანგრეული ხელშეუხებლად არის დატოვებული, აღდგენილია მონასტრის ზემოთა ნაწილი, კუთხეებიდან.”
,,სვეტზე” ექსპედიცია 1999 წელს მეორედ ავიდა ალპინისტ ბ. გუჯაბიზის ხელმძღვანელობით.
,,ჭიათურმანგანუმის” გენერალური დირექტორის ბ-ნი აკაკი გურჯიძის ფინანსური დახმარებით 2006 წელს მოეწყო ,,სვეტზე” ასასვლელი კიბე.
2007 წელს კაცხის სვეტზე, ნანგრევებში აღმოაჩინა ქვა, ასომთავრული წარწერით. რომელიც როგორც ბერმა მაქსიმემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა XI საუკუნეს მიაკუთნეს. საინტერესოა წარწერის შინაარსი. წარწერაში მოხსენიებულია ვინმე ფრიად ცოდვილი გიორგი, რომელსაც სამი სახლი აუშენებია ,,ძელი ცხოველზე” დამკვიდრებულ დაყუდებულთათვის, ამგვარად საქმე ეხება ,,სვეტზე” ბერებისთვის განკუთვნილი სამი სენაკის მშენებლობას, საყურადრებოა ,,სვეტის” და სავარაუდოდ ,,სვეტზე” არსებული ეკლესიის სახელობაც_“ძელი ცხოვრებისა”. საინტერესოა ისიც რომ დღესაც სვეტზე ეკლესიების და სენაკების მშენებელი გიორგი მოდებაძეა, იმ ფრიად ცოდვილი გიორგის მოსახელე, რომელმაც ხჳ საუკუნეში სამი ეკლესია ააშენა ,,ძელი ცხოვრებაზე”.
კაცხურის ხეობაში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, ყველა ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავენ. მაგრამ განსხვავებულია მაინც კაცხის სვეტთან დაკავშირებული დრესასწაულები: ,,სვეტობა ანუ სვეტიცხოვლობა”_ეს დრესასწაული აღინიშნება აღდგომის შემდეგ პირველ პარასკევს. ,,კოხინჯრობა”_აღინისნება ამაღლების სემდეგ ორშაბათს. ეს დღესასწაული განსაკუტრებით არინიშნება კაცხის სვეტთან. უამრავი ხალხი იკრიბება ამ დრეს ,,სვეტთან”. რიტუალი დილიდან იწყება და გვიან ღამით მთავრდება. ,,სვიმონ მესვეტის ხსენების დღე”_ აღინიშნება 14 სექტემბერს. ეს არის სვეტის ეზოში მდებარე ტაძრის დღესასწაული.

No comments:
Post a Comment