loading...

Thursday, February 21, 2019

ბერი, რომელსაც ეკლესია არ აღიარებს და მის სახლთან მლოცველი მრევლი: "შესაძლოა, საპატრიარქო შეცდეს, მაგრამ არ ცდებიან წმინდანები და ღმერთი..."

ნა­რი­მან მა­ქა­რაშ­ვი­ლი - ეს სა­ხე­ლი და გვა­რი შე­საძ­ლოა ბევ­რს არა­ფერს გე­უბ­ნე­ბათ, თუმ­ცა ეს იმ ადა­მი­ა­ნის სა­ე­რო სა­ხე­ლია, რო­მელ­ზეც ბევ­რი გსმე­ნი­ათ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით. ბერ­მა ნი­კო­ლოზ­მა წლე­ბია სა­კუ­თა­რი მრევ­ლის აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა, თუმ­ცა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ამ აღი­ა­რე­ბას არ აღი­ა­რებს. ბერს მღვდელმსა­ხუ­რე­ბა 20 წლის წინ შე­უ­წყდა, რისი მი­ზე­ზიც მისი სა­სუ­ლი­ე­რო სწავ­ლე­ბა გახ­და.
2016 წელს სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში, ეს შემ­დეგ­ნა­ი­რა­დაა გან­მარ­ტე­ბუ­ლი: „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, ტრან­სპორ­ტში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით ვრცელ­დე­ბა ბერი ნი­კო­ლო­ზის (მა­ქა­რაშ­ვი­ლი) ფო­ტო­ე­ბი ასე­თი ტექ­სტე­ბით: „მხსნე­ლი“, „გა­დამ­რჩე­ნე­ლი“ და ა.შ. გვინ­და გან­ვმარ­ტოთ, რომ ბერ ნი­კო­ლოზს თით­ქმის 20 წე­ლია ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს მღვდელმსა­ხუ­რე­ბა“ - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.
სა­ზო­გა­დო­ე­ბის მცი­რე ნა­წი­ლი ნი­კო­ლოზ მა­ქა­რაშ­ვილს "ერის გა­დამ­რჩე­ნელს" და ამ სა­უ­კუ­ნე­ში მცხოვ­რებ "ნამ­დვილ წმინ­დანს" უწო­დებს. მრევ­ლის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც თავს ბერი ნი­კო­ლო­ზის სუ­ლი­ერ შვი­ლე­ბად მი­იჩ­ნევს, თბი­ლის­ში ორ ად­გი­ლას იკ­რი­ბე­ბა სა­ლო­ცა­ვად: გამ­რე­კე­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც რამ­დე­ნი­მე თვის წინ ნი­კო­ლოზ მა­ქა­რაშ­ვი­ლი ცხოვ­რობ­და და ბარ­ნო­ვის ხი­დის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც ის დღეს ცხოვ­რობს. გაგრძელება

No comments:

Post a Comment