მარტის დასაწყისში მარჯანიშვილის თეატრში წარმატებული ემიგრანტი 14 ქალბატონი მიიწვიეს დასაჯილდოებლად. სცენაზე მორიგეობით გამოდიოდნენ ამერიკაში, საბერძნეთში, ნიდერლანდებში, გერმანიასა და ესპანეთში მცხოვრები ქალბატონები. ემიგრანტთაგან ერთი შაბიამნისფერ საღამოს კაბაში გამოწყობილი "ესპანელი" ეკატერინე სიხარულიძე იყო. ძალიან გაუჭირდა სათქმელის გადმოცემა. ცრემლნარევი ხმით მოახერხა მადლობის გადახდა საზოგადოების, კატალონიელი მეუღლის - ჩავი პრატის და დედის მიმართ...
2011 წელს, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კიდევ ერთმა ქართველმა ქალმა, ეკატერინე სიხარულიძემ შრომითი მიგრანტობა გადაწყვიტა. ბარსელონაში ჩასულს ორ კვირაში გამოუჩნდა დროებითი სამუშაო. მიგრანტისთვის სასიხარულო იყო ეს ფაქტი: გამოცდილებაც მიიღო და ნელ-ნელა ეცნობოდა სამხრეთევროპულ ცხოვრებას. მერე ჩავიც გამოჩნდა...
ეკატერინეს ლაღი ბავშვობის გარანტია მისი მშობლები იყვნენ. ძალიან უყვარდა ხატვა და ამიტომაც, სკოლის კედლის გაზეთების გაფორმებას მუდამ მას ავალებდნენ. ვისაც კომუნისტური ეპოქის სკოლებში უსწავლია, აუცილებლად ემახსოვრება კედლის გაზეთები ტრაფარეტული სტატიებით. კედლის გაზეთი ყველა კლასს ჰქონდა, რომელსაც აუცილებლად ჰყავდა თავისი მოსწავლე-რედაქტორი, დიზაინერ-მხატვრის და ჟურნალისტის ფუნქციით...
კითხვის გაგრძელება : https://www.ambebi.ge/article/223027-kartveli-emigrantis-saocari-ambavi-romelmac-espaneli-meugle-internettamashit-gaicno-mivige-cerili-motamashe-mamakacisgan/
No comments:
Post a Comment