loading...

Wednesday, July 5, 2017

„დარჩენილი არის 400 მეტრი ცენტრალურ მაგისტრალამდე, 400 მეტრი არის ავტომატის დაფარვის ზონა“ - სკანდალური პროგნოზი

რუსეთის მთავარი მიზანი დასავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზაა- აცხადებს პაატა დავითაია. საოკუპაციო ხაზის მორიგი გადმოწევის თემაზე საუბრისას, "ევროპელი დემოკრატების" ლიდერი აცხადებს, რომ ცენტრალურ მაგისტრალამდე მხოლოდ 400 მეტრია დარჩენილი, რაც მაგალითისთვის, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დაფარვის ზონაა. დავითაიას თქმით, ახლა იქ, რომ სროლა დაიწყოს, მაგისტრალზე ავტომანქანები ვეღარ იმოძრავებენ. დავითაია ამბობს, რომ  ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს არ იცავს არც საერთაშორისო ასპარეზზე და არც ქვეყნის შიგნით, როდესაც პატივს არ სცემს კანონს ოკუპაციის შესახებ. დავითაიას განცხადებით, ამ კანონის დამრღვევი პირების გახშირებული ვიზიტები საქართველოში, ტესტია რუსეთის მხრიდან:

 "ეს იმიტომაა, რომ მთელი პოლიტიკა ქართული ოცნების მხრიდან მიმართული იყო იქითკენ, რომ მოხსნილიყო საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან. ეს რუსეთმა იცის ძაან კარგად. ის არანაირ ფასს არ იხდის იმ მცოცავ ოკუპაციაში, რომელსაც აწარმოებს. აქედან გამომდინარე, არ ეშინია ნაბიჯების გადადგმა და ამ ნაბიჯებს დგამს. მთავარი მიზანი ეს არის საავტომობილო გზა თბილისსა და დასავლეთ საქართველოს შორის, დაახლოებით დარჩენილი არის 400 მეტრი ცენტრალურ მაგისტრალამდე. 400 მეტრი არის ავტომატის დაფარვის ზონა. თავისუფლად შეიძლება ახლაც რომ დაიწყოს ვიღაცამ სროლა მანქანები უკვე ვეღარ ივლიან და მათ უნდათ ამ ტრასის ხელში ჩაგდება და შუაზე გადატეხვა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოსი. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ყველაფერზე იგნორს აკეთებს, არც უნდა ამ პოლიტიკით დაკავდეს და რეალურად,   მთელ პერიმეტრზე უნდა იყოს უკვე საგუშაგოები განლაგებული. უკვე უნდა იყოს მოძრავი საპატრულო ეკიპაჟები.

გარე თემებში არსად არ აყენებენ საკითხს. პირიქით, ელაქუცებიან რუსეთს და ყველაფერს აკეთებენ მათი ინტერესებიდან გამომდინარე. არ იცავენ ოკუპაციის კანონს. რეალურად რომ ჩამოდის ეს ხალხი, ეს არის ტესტი რუსების მხრიდან - აბა როგორ მოიქცევიან ქართველები. ხედავენ, რომ საკუთარ კანონს არ სცემ,ენ ქართველები პატივს, როდესაც ჩამოვიდა იგივე, პუტინის მრჩეველი და შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ ხანდაზმულობის ვადა ჰქონდა გასული, თუმცა 2014 წელსაც იყო სოხუმში. ეს ცხადყოფს იმას, რომ დასცინიან ქვეყანას რუსეთიდან, დასცინის ქართული ოცნებაც და აქედან გამომდინარე ეს კიდევ გაგრძელდება თუ სტრატეგია არ შეცვალა ქართულმა ოცნებამ" განაცხადა პაატა დავითაიამ "პირველ რადიოსთან" საუბარში

No comments:

Post a Comment