loading...

Friday, February 22, 2019

პატრიარქი თავის მთავარი სტიქაროსანს დაემშვიდობა - ილია II- მ 23 წლის ლევან ბორტიშვილს სიონში პანაშვიდი გადაუხადა


22 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ახლადგარდაცვლილი 23 წლის ლევან ბორტიშვილისთვის სიონის ტაძარში პანაშვიდი გადაიხადა. ლევანი წლების განმავლობაში პატრიარქის მთავარი სტიქაროსანი იყო.

„ლევანი, როგორც ანგელოზი, გაგვიფრინდა და გახდა ზეციური სამყაროს, ზეციური საქართველოს მკვიდრი.
შევთხოვთ უფალს, დააწესოს მისი უკვდავი სული, სადაცა წმინდანნი და მართალნი განისვენებენ.
მე თანაგრძნობას ვუცხადებ მშობლებს, ახლობლებს.
ლევანის წასვლა ეს ღვთის განგებაა. ღმერთს უფრო მეტად ჰყვარებია იგი, ვიდრე ჩვენ.
დღეს მის ცხედარს მივაბარებთ ჩვენს მიწას და იმედია, მისი სული ლოცვებს აღავლენს საქართველოს მშვიდობისა და ეკლესიის კეთილდღეობისთვის.“- განაცხადა პატრიარქმა.

No comments:

Post a Comment