loading...

Thursday, February 21, 2019

"ჩვენი გულნათელი, სახემზიანი მარიამი აღარ გვყავს" - რას წერენ ახალგაზრდა გოგონას მოულოდნელ გარდაცვალებაზე

19 წლის მარიამ სუბელიანის მოულოდნელად გარდაიცვალა.  გოგონას გარდაცვალებაზე სციალურ ქსელში აქტიურად წერენ სტატუსებს მისი  ყოფილი კლასელები, მასწავლებლები. როგორც მათივე სტატუსებიდან ირკვევა, გოგონა შესანიშნავად მღეროდა, ნიჭიერებით გამოირჩეოდა და კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ
"მე ვიცი, რა არის შვილის ტკივილი. მე ვიცი მოსწავლის ტკივილიც... შვილის ტკივილის ტოლა რომაა და ვერ მოინელებ, რომ სულ მცირედიც საკმარისია მასწავლებლისთვის ყოფილი მოსწავლის წასვლა ეტკინოს, სული და გულ-მუცელი აუწვას, გაანადგუროს, მეხივით დაატყდეს!..
ვერაფერს ვიტყვი, ეს ფოტოები ჩემი გადაღებულია იმ სამი წლის მანძილზე, მისი მასწავლებელი რომ ვიყავი! 
მხოლოდ რამდენიმე ფოტოა უფრო ადრინდელი- სხვების, მაგრამ მაინც ჩემმა ფოტოარქივმა შემოინახა. არ მივაჭერ-მოვაჭერი არაფერი, რადგან ეს ფოტოები გიამბობენ ამ გოგონას სასკოლო ცხოვრებაზე ლახამულაში და იმაზე, თუ როგორ ლამაზად ატარებდა ბავშვობას!
დიახ, ეს ფოტოები თავად მოგიყვებიან ვარდის ფურცელივით ნაზი და სიფრიფანა სულის მარი სუბელიანის შინაარსიან ცხოვრებაზე!" - მარიამის მასწავლებელი ლალი მარგიანი

No comments:

Post a Comment