loading...

Friday, February 22, 2019

პატრიარქი თავის მთავარი სტიქაროსანს დაემშვიდობა - ილია II- მ 23 წლის ლევან ბორტიშვილს სიონში პანაშვიდი გადაუხადა


22 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ახლადგარდაცვლილი 23 წლის ლევან ბორტიშვილისთვის სიონის ტაძარში პანაშვიდი გადაიხადა. ლევანი წლების განმავლობაში პატრიარქის მთავარი სტიქაროსანი იყო.

„ლევანი, როგორც ანგელოზი, გაგვიფრინდა და გახდა ზეციური სამყაროს, ზეციური საქართველოს მკვიდრი.
შევთხოვთ უფალს, დააწესოს მისი უკვდავი სული, სადაცა წმინდანნი და მართალნი განისვენებენ.
მე თანაგრძნობას ვუცხადებ მშობლებს, ახლობლებს.
ლევანის წასვლა ეს ღვთის განგებაა. ღმერთს უფრო მეტად ჰყვარებია იგი, ვიდრე ჩვენ.
დღეს მის ცხედარს მივაბარებთ ჩვენს მიწას და იმედია, მისი სული ლოცვებს აღავლენს საქართველოს მშვიდობისა და ეკლესიის კეთილდღეობისთვის.“- განაცხადა პატრიარქმა.

Thursday, February 21, 2019

მარტოხელა დედა ნაგავსაყრელზე მუშაობდა. ერთხელ მან ჩანთა იპოვნა, ჩანთაში კი ისეთი რამ იდო…



ანა დოს სანტოს კრუსი 23 წლის მარტოხელა დედაა ბრაზილიიდან, სან-პაულოდან.
ის მუშაობდა ნაგავსაყრელზე, 10 საათის განმავლობაში, ყოველდღიური ლუკმა-პურისთვის. როგორც მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ეს იყო კაცების სამუშაო. იქ ის ერთადერთი ქალი იყო.
ერთ დღეს, მუშაობისას, ის ნაგავში წააწყდა პატარა ჩანთას, რომელშიც იდო დაახლოებით 80 000 $ -ის ჩეკი. ჩეკი იყო საჩუქარი კიბოთი დაავადებული ადამიანებისთვის, რომლებიც საავადმყოფოში მკურნალობდნენ, კერძოდ კი “ბარეტოს ონკოლოგიურ ცენტრში”
მას ორი გზა ჰქონდა – უნდა შეენახა ჩეკი, ან გადაეცა საავადმყოსოთვის. მან უკანასკენლი გზა აირჩია. ანამ თქვა, რომ ის ონკოლოგიით დაავადებულ ადამიანებს უფრო სჭირდებათ, ვიდრე მას.მეორე დღეს, მან ჩეკი ცენტრის დირექტორს გადასცა. ადგილობრივმა ადმინისტრაციამ კი, მადლობის ნიშნად გოგონას მათ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა – მისი ლამაზი სახე ახლა, მთელი ქალაქის მასშტაბით, ბილბორდებზეა.
ანამ თქვა, რომ ოცნება აუხდა – მას აქამდე ვერავინ ამჩნევდა. რომ მის შვილს მოსწონს სურათები. ანა დოს სანტოს კრუსი იმედოვნებს, რომ მისი ისტორია ადამიანებს დაარწმუნებს იმაში, რომ როგორ რთულ პირობებშიც არ უნდა ცხოვრობდე,პატიოსნება ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია..

მას ორი გზა ჰქონდა – უნდა შეენახა ჩეკი, ან გადაეცა საავადმყოსოთვის. მან უკანასკენლი გზა აირჩია. ანამ თქვა, რომ ის ონკოლოგიით დაავადებულ ადამიანებს უფრო სჭირდებათ, ვიდრე მას.მეორე დღეს, მან ჩეკი ცენტრის დირექტორს გადასცა. ადგილობრივმა ადმინისტრაციამ კი, მადლობის ნიშნად გოგონას მათ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა – მისი ლამაზი სახე ახლა, მთელი ქალაქის მასშტაბით, ბილბორდებზეა.
ანამ თქვა, რომ ოცნება აუხდა – მას აქამდე ვერავინ ამჩნევდა. რომ მის შვილს მოსწონს სურათები. ანა დოს სანტოს კრუსი იმედოვნებს, რომ მისი ისტორია ადამიანებს დაარწმუნებს იმაში, რომ როგორ რთულ პირობებშიც არ უნდა ცხოვრობდე,პატიოსნება ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია.

სასიხარულო ინფორმაცია მძღოლებისთვის, რომლებსაც 2018 წელს ავარია არ დაფიქსირებიათ

იმ ავტომფლობელებისთვის, რომლებიც წლის განმავლობაში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გამოიწვევენ, მესამე პირის სავალდებულო სადაზღვევო პაკეტის შეძენა გაცილებით ძვირი იქნება, - ამის შესახებ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ირაკლი თუთარაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას Bpn-ი ავრცელებს.

მისივე განმარტებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ მომზადებული კანონპროექტი ამოქმედებიდან სამი წლის შემდეგ ე.წ. „ბონუს-მალუს“ სისტემის შემოღებას ითვალისწინებს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მძღოლი რამდენიმე წლის განმავლობაში არ იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევას და არის ე.წ კარგი მძღოლი, მას მოუწევს ბევრად ნაკლები სადაზღვევო პრემიის გადახდა, ვიდრე იმ მძღოლს, რომელიც ხშირად ხვდება ავტოავარიაში. როგორც იცით, კანონპროექტით გათვალისწინებულია სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულების ქვედა და ზედა ზღვარი, რომელიც არ შეიცვლება. „ბონუს-მალუს“ სისტემის მიხედვით კი, თუ მაგალითად, მსუბუქი ავტომობილის მძღოლისთვის სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულება 100-დან 150-ლარამდეა, კანონმორჩილმა მძღოლმა შესაძლოა, 100 ლარზე ბევრად ნაკლები გადაიხადოს, ე.წ. ცუდი მძღოლების სადაზღვევო პრემია კი 150 ლარზე ძვირი ეღირება“, - განაცხადა ირაკლი თუთარაშვილმა. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ავტომობილების მფლობელებისათვის სავალდებულო დაზღვევა შემოდის.

წყარო : www.itar.ge

"ჩვენი გულნათელი, სახემზიანი მარიამი აღარ გვყავს" - რას წერენ ახალგაზრდა გოგონას მოულოდნელ გარდაცვალებაზე

19 წლის მარიამ სუბელიანის მოულოდნელად გარდაიცვალა.  გოგონას გარდაცვალებაზე სციალურ ქსელში აქტიურად წერენ სტატუსებს მისი  ყოფილი კლასელები, მასწავლებლები. როგორც მათივე სტატუსებიდან ირკვევა, გოგონა შესანიშნავად მღეროდა, ნიჭიერებით გამოირჩეოდა და კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ
"მე ვიცი, რა არის შვილის ტკივილი. მე ვიცი მოსწავლის ტკივილიც... შვილის ტკივილის ტოლა რომაა და ვერ მოინელებ, რომ სულ მცირედიც საკმარისია მასწავლებლისთვის ყოფილი მოსწავლის წასვლა ეტკინოს, სული და გულ-მუცელი აუწვას, გაანადგუროს, მეხივით დაატყდეს!..
ვერაფერს ვიტყვი, ეს ფოტოები ჩემი გადაღებულია იმ სამი წლის მანძილზე, მისი მასწავლებელი რომ ვიყავი! 
მხოლოდ რამდენიმე ფოტოა უფრო ადრინდელი- სხვების, მაგრამ მაინც ჩემმა ფოტოარქივმა შემოინახა. არ მივაჭერ-მოვაჭერი არაფერი, რადგან ეს ფოტოები გიამბობენ ამ გოგონას სასკოლო ცხოვრებაზე ლახამულაში და იმაზე, თუ როგორ ლამაზად ატარებდა ბავშვობას!
დიახ, ეს ფოტოები თავად მოგიყვებიან ვარდის ფურცელივით ნაზი და სიფრიფანა სულის მარი სუბელიანის შინაარსიან ცხოვრებაზე!" - მარიამის მასწავლებელი ლალი მარგიანი

ბერი, რომელსაც ეკლესია არ აღიარებს და მის სახლთან მლოცველი მრევლი: "შესაძლოა, საპატრიარქო შეცდეს, მაგრამ არ ცდებიან წმინდანები და ღმერთი..."

ნა­რი­მან მა­ქა­რაშ­ვი­ლი - ეს სა­ხე­ლი და გვა­რი შე­საძ­ლოა ბევ­რს არა­ფერს გე­უბ­ნე­ბათ, თუმ­ცა ეს იმ ადა­მი­ა­ნის სა­ე­რო სა­ხე­ლია, რო­მელ­ზეც ბევ­რი გსმე­ნი­ათ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით. ბერ­მა ნი­კო­ლოზ­მა წლე­ბია სა­კუ­თა­რი მრევ­ლის აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა, თუმ­ცა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ამ აღი­ა­რე­ბას არ აღი­ა­რებს. ბერს მღვდელმსა­ხუ­რე­ბა 20 წლის წინ შე­უ­წყდა, რისი მი­ზე­ზიც მისი სა­სუ­ლი­ე­რო სწავ­ლე­ბა გახ­და.
2016 წელს სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში, ეს შემ­დეგ­ნა­ი­რა­დაა გან­მარ­ტე­ბუ­ლი: „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, ტრან­სპორ­ტში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით ვრცელ­დე­ბა ბერი ნი­კო­ლო­ზის (მა­ქა­რაშ­ვი­ლი) ფო­ტო­ე­ბი ასე­თი ტექ­სტე­ბით: „მხსნე­ლი“, „გა­დამ­რჩე­ნე­ლი“ და ა.შ. გვინ­და გან­ვმარ­ტოთ, რომ ბერ ნი­კო­ლოზს თით­ქმის 20 წე­ლია ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს მღვდელმსა­ხუ­რე­ბა“ - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.
სა­ზო­გა­დო­ე­ბის მცი­რე ნა­წი­ლი ნი­კო­ლოზ მა­ქა­რაშ­ვილს "ერის გა­დამ­რჩე­ნელს" და ამ სა­უ­კუ­ნე­ში მცხოვ­რებ "ნამ­დვილ წმინ­დანს" უწო­დებს. მრევ­ლის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც თავს ბერი ნი­კო­ლო­ზის სუ­ლი­ერ შვი­ლე­ბად მი­იჩ­ნევს, თბი­ლის­ში ორ ად­გი­ლას იკ­რი­ბე­ბა სა­ლო­ცა­ვად: გამ­რე­კე­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც რამ­დე­ნი­მე თვის წინ ნი­კო­ლოზ მა­ქა­რაშ­ვი­ლი ცხოვ­რობ­და და ბარ­ნო­ვის ხი­დის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც ის დღეს ცხოვ­რობს. გაგრძელება

Saturday, February 16, 2019

ქართველი ემიგრანტის საოცარი ამბავი, რომელმაც ესპანელი მეუღლე ინტერნეტთამაშით გაიცნო - "მივიღე წერილი "მოთამაშე" მამაკაცისგან..."





მარ­ტის და­სა­წყის­ში მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტი 14 ქალ­ბა­ტო­ნი მი­იწ­ვი­ეს და­სა­ჯილ­დო­ებ­ლად. სცე­ნა­ზე მო­რი­გე­ო­ბით გა­მო­დი­ოდ­ნენ ამე­რი­კა­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში, ნი­დერ­ლან­დებ­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი. ემიგ­რან­ტთა­გან ერთი შა­ბი­ამ­ნის­ფერ სა­ღა­მოს კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი "ეს­პა­ნე­ლი" ეკა­ტე­რი­ნე სი­ხა­რუ­ლი­ძე იყო. ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და სათ­ქმე­ლის გად­მო­ცე­მა. ცრემლნა­რე­ვი ხმით მო­ა­ხერ­ხა მად­ლო­ბის გა­დახ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის, კა­ტა­ლო­ნი­ე­ლი მე­უღ­ლის - ჩავი პრა­ტის და დე­დის მი­მართ...

2011 წელს, ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კი­დევ ერ­თმა ქარ­თველ­მა ქალ­მა, ეკა­ტე­რი­ნე სი­ხა­რუ­ლი­ძემ შრო­მი­თი მიგ­რან­ტო­ბა გა­და­წყვი­ტა. ბარ­სე­ლო­ნა­ში ჩა­სულს ორ კვი­რა­ში გა­მო­უჩ­ნდა დრო­ე­ბი­თი სა­მუ­შაო. მიგ­რან­ტის­თვის სა­სი­ხა­რუ­ლო იყო ეს ფაქ­ტი: გა­მოც­დი­ლე­ბაც მი­ი­ღო და ნელ-ნელა ეც­ნო­ბო­და სამ­ხრე­თევ­რო­პულ ცხოვ­რე­ბას. მერე ჩა­ვიც გა­მოჩ­ნდა...

ეკა­ტე­რი­ნეს ლაღი ბავ­შვო­ბის გა­რან­ტია მისი მშობ­ლე­ბი იყ­ვნენ. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ხატ­ვა და ამი­ტო­მაც, სკო­ლის კედ­ლის გა­ზე­თე­ბის გა­ფორ­მე­ბას მუ­დამ მას ავა­ლებ­დნენ. ვი­საც კო­მუ­ნის­ტუ­რი ეპო­ქის სკო­ლებ­ში უს­წავ­ლია, აუ­ცი­ლებ­ლად ემახ­სოვ­რე­ბა კედ­ლის გა­ზე­თე­ბი ტრა­ფა­რე­ტუ­ლი სტა­ტი­ე­ბით. კედ­ლის გა­ზე­თი ყვე­ლა კლასს ჰქონ­და, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად ჰყავ­და თა­ვი­სი მოს­წავ­ლე-რე­დაქ­ტო­რი, დი­ზა­ი­ნერ-მხატ­ვრის და ჟურ­ნა­ლის­ტის ფუნ­ქცი­ით...

კითხვის გაგრძელება : https://www.ambebi.ge/article/223027-kartveli-emigrantis-saocari-ambavi-romelmac-espaneli-meugle-internettamashit-gaicno-mivige-cerili-motamashe-mamakacisgan/

გორში დედამთილმა ორსული რძალი სასტიკად სცემა -გოგონა იავნანას კლინიკაში, გადაიყვანეს


გორში დედამთილმა ორსული რძალი სცემა – ამ ინფორმაციას გორის სათემო რადიო ,,მოზაიკა” ავრცელებს. ოჯახური კონფლიქტი 15 თებერვალს მოხდა.
ნაცემი ქალი პოლიციამ ჯერ გორის ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკაში, შემდეგ კი სამედიცინო დაწესებულება ,,იავნანაში” გადაიყვანა.
ოჯახში ძალადობის ფაქტი დღეს მოხდა.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო. საქმე ოჯახში ძალადობის მუხლით აღძრეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

მოზაიკა