loading...

Monday, February 20, 2017

სვეტიცხოვლის ისტორია

სვეტიცხოველი მდებარეობს             მცხეთაში, თბილისიდან 20 კმ-ზე.სვეტიცხოველი გეგმაში წარმოადგენს ჯვარს მოკლე განივი მკლავებით და გრძივი ჭრილებით. აღმოსავლეთის მკლავი თავდება აფსიდით. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა. გუმბათის ყელში 16 სარკმელია. ძველი ფრესკების უმეტესობა აღარაა შემორჩენილი. მოღწეული ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია. სუფთად ნათალი ქვებით მოპირკეთებული ფასადები მდიდრულადაა მორთული.
ტაძრის შიგნით, გუმბათის მახლობლად სვეტებზე დაყრდნობილი კოშკისებური ნაგებობა - ეს არის საკუთრივ "სვეტიცხოველი". აქ ინახებოდა სასწაულმოქმედი სვეტის ნაწილი, რომლის ქვეშაც მარხია კვართი უფლისა. სამხრეთ მხარეს, შესასვლელიდან მადჯვნივ ქვის პატარა სამლოცველო იერუსალიმის ტაძრის გამოსახულებაა.
გალავანი 1787 წელს აუგიათ ერეკლე II - ის ბრძანებით. დასავლეთით მოთავსებულია სამრეკლო და XI ს-ის კარიბჭე - არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში.
საუკუნეების განმავლობაში ტაძარი იყო მეფეთა საძვალეც. აქ არიან დასაფლავებული: ვახტანგ გორგასალი, ერეკლე II, საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII და სხვა დიდებულები.
იგი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მასში განისვენებს კვართი უფლისა იესო ქრისტესი. იგი არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო:
გადმოცემის თანახმად, მცხეთის მკვიდრი ებრაელი ელიაზარი დასწრებია იესო ქრისტეს ჯვარცმას. ჯვარიდან მისი ჩამოხსნის შემდეგ მას რომაელი ჯარისკაცებისგან შეუძენია კვართი უფლისა და საქართველოში ჩამოუტანია. მცხეთაში ჩამოსულ ელიაზარს მისი და - სიდონია შეგებებია, რომელსაც ტირილით ჩამოურთმევია ქრისტეს კვართი, გულში ჩაუკრავს და მსწრაფლ სული განუტევებია. ვერავინ შესძლო იგი მიცვალებულისათვის ხელიდან გამოეგლიჯა და სიდონია ძვირფას კვართიანად დაუკრძალავთ. მის საფლავზე უზარმაზარი ლიბანის ნაძვის ხე ამოსულა, რომლის ქვეშ ზამთარ - ზაფხულ ყვავილნი ყვაოდნენ.
337 წელს ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს ნინო განმანათებლის რჩევით, განუძრახავს ტაძრის აგება იქ, სადაც დაკძალული იყო კვართი უფლისა. მოუჭრიათ საფლავზე ამოსული ხე და მისგან შვიდი სვეტი გამოუთლიათ.
ექვსი სვეტი აღუმართავთ, მეშვიდე კი - ყველაზე დიდი და გაბრწყინებული მიწას არ მიჰკარებია, ჰაერში ჩამოკიდულა, ანათებდა, გამოსცემდა სურნელს, ხოლო ძირიდან წარმოსდინდებოდა მირონი, რომელიც ყველა სენს კურნავდა. სწორედ ეს იყო "სუეტი ცხოველი" - სიცოცხლის მომნიჭებელი სვეტი, რომელის სახელიც ეწოდა ტაძარს.
შემდეგში ამ პირველი, ხის ეკლესიის ადგილას V ს-ის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა ააშენა ბაზილიკური ტიპის ქვის დიდი ეკლესია, 1010 - 1029 წლებში კი კათალიკოს მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ააგო ახლანდელი დიდი სვეტიცხოველი.
ლეგენდის მიხედვით, რადგან სვეტიცხოველის მშენებელს მასწავლებლისათვის უჯობნია და თანაც მეფე გიორგის რჩეული ქალი შეყვარებია, მისთვის ხელი მოუკვეთიათ. ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე, ზემოთ, გამოსახულია ხელი, რომელსაც გონიო უპყრია. გვერდით წარწერაა: "ხელი მონისა არსუკისძისაი, შეუნდვეთ".

Saturday, February 18, 2017

კაცხის ,,სვეტის” ისტორია

ალბათ გსმენიათ ,,შავი ოქროს” ქალაქ, ჭიათურაზე, სწორედ ჭიათურიდან, ზესტაფონის მიმართულებით 8 კმ-ს თუ გაივლით, გზად შეგხვდებათ ზემო იმერეთის ერთ_ერთი უძველესი და ულამაზესი სოფელი_კაცხი. ,,გეოგრაფიული ტერმინი  _ კაცხი სვანური სიტყვაა და მწვერვალს ნიშნავს” _ განმარტავს აკადემიკოსი აკაკი შანიძე. აამ სოფლის ერთ-ერთი კლდის ძირში იღებს სათავეს მდინარე კაცხურა. მდინარე კაცხურის ულამაზესი ხეობის ფერდობის ზედა ნაწილის კიდეზე მდებარეობს ,,კაცხის სვეტი”  რომელიც მრავალი საუკუნის წინად ტექტონიკური ძვრების შედეგად გაჩნდა. სვეტი 40-45 მეტრის სიმაღლისაა. კაცხის ,,სვეტი” უძველესი დროიდან იქცევდა ადამიანების ყურადრებას.
 არსებობს უამრავი ლეგენდა კაცხის სვეტის წარმოშობის შესახებ. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად “იმ  არემარეში ახალი ედემის გაშენება უნებებია უფალს, მოუხმია ანგელოზნი, ზოგიერთისთვის  ყვავილნარის გაშენება უბრძანებია, ზოგისთვის ხეხილის, ზოგისთვის_ცხოველების გამრავლება  დაუვალებია. მორთეს და მოკაზმეს იქაურობა ანგელოზებმა. ერთ ადგილას დიდი ქვა ამოზრდილა,  ქვეშ უხსენებელმა დაიბუდა თურმე. გადმოხედა უფალმა ახალ ედემს, უზარმაზარი ჭრელი  უხსენებელიც დაინახა. განრისხდა, გადმოასხა მდუღარე ტალახი, ამობუგა ქვეწარმავლის ბუდე.  ჰაერშივე გაცივდა მოთუხთუხე ლავა, გაიყინა, აღიმართა სვეტად, ნიშნად იმისა, რომ დედამიწაზე  მოშთობილიყო ცდუნება და ვერაგობა.” ხალხმა სალოცავად აქცია ,,სვეტი” ქრისტესობამდე ,,სვეტი”  წარმართული კულტის_ნაყოფიერების დანიშნულებას ასრულებდა. ქრისტიანობის სახელმწიფო  რელიგიად გამოცხადების შემდეგ კი ,,სვეტზე” ეკლესია ააშენეს და წარმართულ ღვთაებათა პანთეონს  იგი სამუდამოდ გამოეყო. ამას ადასტურებს სვეტის ძირსი გამოკვეთილი ბოლნური ტიპის ჯვარი,  რომელსაც პარალელები ბოლნისსა და სირიაში მოეპოვებათ.

 1944 წლის ივლისში კაცხის სვეტზე ასულა პირველი ექსპედიცია, ალპინისტ ალექსანდრე ჯაფარიძის    ხელმძღვანელობით, მას თან ახლდა ხელოვნებათმცოდნე ვახტანგ ცინცაძე, მწერლები ლევან გოთუა და  აკაკი ბელიაშვილი, ასევე ჭიათურაში მცხოვრები ახალგაზრდები: შოთა ფოფხაზე და პაატა კუპატაძე.
 ჶექსპედიციის შთაბეჭდილებები მწერალმა ლევან გოთუამ დაწერა_წიგნი ,,მგზავრული კრიალოსანი”.  ხოლო რაც შეეხება ექსპედიციის მეცნიერულ კვლევას. ა1946 წელს ხუროთმოძღვრების სპეციალისტმა  ვახტანგ ცინცაძემ გამოაქვეყნა. მკვლევარის აზრით კლდის თხემზე ადრე შუა საუკუნეებს ორი  დარბაზული ეკლესია  იდგა. ერთი ნახევრად კლდეში ნაკვეთი (ვს.) მეორე კი მთლიანად ქვით ნაგები  (ვჳს). ეს კომპლექსი ვახტანგ ცინცაძემ მესვეტეობას დაუკავშირა, სირიში გავრცელებული უკიდურესად  ასტეკურ საბერმონაზვნო ცხოვრების წესს, რომლის ფუძემდებელი სვიმონ მესვეტე უფროსი (356-459  წ.წ) ანტიოქიის აღმოსავლეთით, ალეპოს სიახლოვეს ქვით აგებულ, მაღალ სვეტზე დამკვიდრდა და  ცხოვრების დიდი ნაწილი ამ სვეტზე გაატარა.
 1977 წელს კაცხის მონასტერში აღორძინდა სამონასტრო ცხოვრება, სესაბამისად საჭირო გახდა    სამონასტრო ცხოვრებისთვის სათანადო პირობების შექმნა. ყოველივე ამის გაკეთება კაცხში მორვაწე    ბერის, მამა მაქსიმეს დაუღალავი შრომითა და ძალისხმევით გაკეთდა. 1999 წელს დაიჭყო და 2000  წელს დასრულდა სვეტის ეზოში, სვიმონ მესვეტის სახელობის ეკლესიის აღდგენა. ეს ეკლესია  აღადგინა კაცხის მცხოვრებმა გიორგი მოდებაძემ. მან ჩვენთან საუბარში განაცხადა რომ ,,მონასტრის  ნაწილი, რომელიც არ იყო დანგრეული ხელშეუხებლად არის დატოვებული, აღდგენილია მონასტრის  ზემოთა ნაწილი, კუთხეებიდან.”
,,სვეტზე” ექსპედიცია 1999 წელს მეორედ ავიდა ალპინისტ ბ. გუჯაბიზის ხელმძღვანელობით.
,,ჭიათურმანგანუმის” გენერალური დირექტორის ბ-ნი აკაკი გურჯიძის ფინანსური დახმარებით 2006 წელს მოეწყო ,,სვეტზე” ასასვლელი კიბე.
2007 წელს კაცხის სვეტზე, ნანგრევებში აღმოაჩინა ქვა, ასომთავრული წარწერით. რომელიც როგორც ბერმა მაქსიმემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა XI საუკუნეს მიაკუთნეს. საინტერესოა წარწერის შინაარსი. წარწერაში მოხსენიებულია ვინმე ფრიად ცოდვილი გიორგი, რომელსაც სამი სახლი აუშენებია ,,ძელი ცხოველზე” დამკვიდრებულ დაყუდებულთათვის, ამგვარად საქმე ეხება ,,სვეტზე” ბერებისთვის განკუთვნილი სამი სენაკის მშენებლობას, საყურადრებოა ,,სვეტის” და სავარაუდოდ ,,სვეტზე” არსებული ეკლესიის სახელობაც_“ძელი ცხოვრებისა”. საინტერესოა ისიც რომ დღესაც სვეტზე ეკლესიების და სენაკების მშენებელი გიორგი მოდებაძეა, იმ ფრიად ცოდვილი გიორგის მოსახელე, რომელმაც ხჳ საუკუნეში სამი ეკლესია ააშენა ,,ძელი ცხოვრებაზე”.
კაცხურის ხეობაში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, ყველა ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავენ. მაგრამ განსხვავებულია მაინც კაცხის სვეტთან დაკავშირებული დრესასწაულები: ,,სვეტობა ანუ სვეტიცხოვლობა”_ეს დრესასწაული აღინიშნება აღდგომის შემდეგ პირველ პარასკევს. ,,კოხინჯრობა”_აღინისნება ამაღლების სემდეგ ორშაბათს. ეს დღესასწაული განსაკუტრებით არინიშნება კაცხის სვეტთან. უამრავი ხალხი იკრიბება ამ დრეს ,,სვეტთან”. რიტუალი დილიდან იწყება და გვიან ღამით მთავრდება. ,,სვიმონ მესვეტის ხსენების დღე”_ აღინიშნება 14 სექტემბერს. ეს არის სვეტის ეზოში მდებარე ტაძრის დღესასწაული.

Thursday, February 16, 2017

საქართველოს 7 საოცრება

1) ყაზბეგი


2)ვარძია                                                                                         


3)მარტვილის კანიონი                                                              


4)თუშეთი                                                                                   


5)სვანეთი                                                                                    



6) კრუბერის მღვიმე                                                                


   7)მცხეთა                                                                                                                                              
                                                           

Wednesday, February 15, 2017

სამება მსოფლიოს 5 უდიდესი მართლმადიდებლური ტაძრების რიცხვშია

1) მაცხოვრის საკათედრო ტაძარი-მოსკოვი, რუსეთი/სიმაღლე:103მ./აშენების თარიღი:1995-2000/-განახლებული მაცხოვრის ტაძარი 10 000 მლოცველზეა გათვალისწინებული.


 2)-ისააკის ტაძარი-სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი/ სიმაღლე:101, 5მ./აშენების თარიღი:1818-1858/გვიანდელი კლასიციზმის შესანიშნავი ნიმუში.



3)სამების საკათედრო ტაძარი-თბილისი, საქართველო/სიმაღლე:98მ./აშენების თარიღი:1995-2002/საქართველოს მართლმადიდებული ეკლესიის მთავარი საკათედრო ტაძარი.




4)მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარი-ხაბაროვსკი, რუსეთი/სიმაღლე:96მ./აშენების თარიღი:2001-2004/ტაძარი მდინარე ამურის პირას მდებარეობს.




5)სმოლნის ტაძარი-სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი./სიმაღლე:93, 7მ./აშენების თარიღი:1751-1835/


Tuesday, February 14, 2017

9 მიზეზი თუ რატომ უნდა ნახო საქართველო



“ევროპის საზღვრების მიღმა მდებარე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა საქართველო იდუმალებით არის მოცული. ჩრდილოეთ კავკასიონის მთებია გადაჭიმული, დასავლეთით შავი ზღა, სამხრეთით კი მშრალი უდაბნოები. ეს პატარა ქვეყანა რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს და თურქეთს ესაზღვრება. საქართველო არამხოლოდ სხვადასხვა კულტურების გზაგასაყარზეა, ეს ქვეყანა გამოირჩევა შესანიშნავი და მდიდარი ბუნებით. ბოლო პერიოდამდე ძალიან ბევრი ადამიანისთვის რთული იყო საქართველოს რუკაზე მოძებნა, ზოგს ამერიკის შტატ ჯორჯიაშიც ეშლებოდა, მაგრამ საქართველომ სწრაფად დაიმკვიდრა თავის, როგორც ევროპის ახალი და ცხელ-ცხელი ტურისტული მიმართულება.

აქ არის 9 მიზეზი თუ რატომ უნდა ეწვიოთ საქართველოს ახლავე:


1 თბილისი

ეკლექტური*, მრავალფეროვანი ქალაქი, დაკიდებული აივნებითა და სპარსული სტილის გოგირდის აბანოებით, თამედროვე ფუტურისტული შუშის შენობებით. მდინარე მტკვრის ხეობაში მდებარე ქალაქი მთებითაა გარშემორტყმული. არქეოლოგიური კვლევების მიხედვით პირველი დასახლება თბილისის ტერიტორიაზე ძველი წელთაღრიცხვის მე-4 ათასწლეულში იყო. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე თბილისი ძველი აბრეშუმის გზის მულტიკულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ეთნიკური მრავალფეროვნება და ეკლექტური არქიტექტურა დღევანდელ თბილისზეც აისახება.აბანოთუბანში აბანოები სპარსული ტრადიციების მიხედვით ფუნქციონირებს, თუმცა თერმული წყალი აქ მიწიდან ბუნებრივად ამოდის. აბანოთუბნიდან გამოსვლის შემდეგ ქართულ, სომხურ ტაძრებს, მეჩეთსა და სინაგოგებს, ასევე ზოროასტრიული ეკლესიის ნანგრევებს იხილავ.თბილისის მულტიკულტურას სრულად შემოდგომაზე გაეცნობით, ამ პერიოდში 25 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით თბილისის თეატრის საერთაშორისო ფესტივალი ტარდება.


2. უშგული
კავკასიონის მთებში 2200 მეტრზე მდებარე ამ სოფელში მთელი წლის განმავლობაში ცხოვრობენ. უშგული საქართველოს უმაღლესი მწვერვალის, შხარას ძირში მდებარეობს და ცნობილია თავდაცვითი კოშკებით, რომელიც თითოეულ სახლს აკავშირებს. სვანეთის რეგიონი ცნობილია უნიკალური კულტურით. სვანეთის მთავარი ქალაქია მესტია, რომელიც თანდათან შვეიცარიული კურორტის ექვივალენტი ხდება. რთული გზის გამო უშგულის მიმართულებით გადაადგილება ადვილი არ არის, სამაგიეროდ ამ სოფელმა პირველადი სახე შეინარჩუნა და ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს აქ დრო გაჩერებულია. უშგული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული.



3. ღვინის სამშობლო
როდესაც ღვინის სამშობლოზე ვიწყებთ ფიქრს გვახსენდება საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი ან სპარსეთი, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო მსოფლიოში ღვინის უძველესი რეგიონია. 2003 წელს არქეოლოგებმა საქართველოში აღმოაჩინეს ფაქტები, რომლის მიხედვითაც ქვის ხანის პერიოდში, 8 ათასი წლის წინ ადამიანები ღვინის პროდუქტს ქმნიდნენ. ამ პერიოდიდან მოყოლებული ღვინო საქართველოს ეროვნულ იდენტობის საკითხში მთავარ როლს თამაშობს. ქვეყნის უძველესი ტრადიცია, რაც ღვინის ქვევრში დაყენებას გულისხმობს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული. საქართველოში ასობით ვაზის ძირძველი ჯიშია შენარჩუნებული. ქართული ღვინო ნელნელა მსოფლიო აღიარებას იპოვებს



4. იდუმალებით მოცული კლდეში ნაკვეთი ქალაქები
საქართველო ევროპაში უჩვეულო კლდეში ნაკვეთი ქალაქების სამშობლოა. მარტო ამ ქალაქების სანახავად ღირს საქართველოში მოგზაურობა. უძველესი უფლისციხე, რომლის ზედაპირი მთვარის ლანდშაფტს ჰგავს. დავით გარეჯის სამონასტრო უდიდესი კომპლექსი კლდეშია გამოკვეთილი. თვალწარმტაც ვარძიაში კი ერთ დროს 2000 ბერი ცხოვრობდა.




5. ტრადიციული ქართული სუფრა
ქვეყნის კარგად გასაცნობად უნდა დააგემოვნო მისი ეროვნული კერძები. თუ ქართულ სუფრაზე არ ყოფილხარ და ქართული კერძები არ გაგისინჯავს, მაშინ საქართველო არ გაგიცნია.












6. შორეული მთის სოფლები
კავკასიონის მთების რეგიონებში ხევსურეთსა და თუშეთში უმშვენიერესი შუასაუკუნოვანი სოფლები მდებარეობს. აქ შემორჩენილი მოსახლეობა კვლავ ინარჩუნებს უძველეს ტრადიციებს. რეგიონის გზებზე მოგზაურობით ადრენალინი გამოიყოფა. შატილი და მუცო ზუსტად ისეთი, როგორც ცნობილი ბრიტანელი მწერალი ჯონ რონალდ რუელ თოლქინი აღწერს. ეს სოფლები ახლოს არის ჩეჩნეთთან. აქ შეგიძლიათ მესაზღვრეებიც იხილოთ. თუშეთის მჭიდრო თემები ქართულ შანრგილას ჰგავს. აქ უამრავი უძველესი კოშკი და ეკლესია. სოფლები, უმშვენიერესი მთები, ველური ყვავილები და ხეები ოქროსფრად მოჩანს. თუშეთში უამრავი სალაშქრო ბილიკია, ადგილობრივები ცნობილები არიან სტუმარმასპინძლობით.



7. ევროპის ყველაზე სიუერეალური მუზეუმი
სტალინის ცხოვრების შესახებ თუ გსურს მეტი გაიგო, ესტუმრეთ გორს და იოსებ სტალინის უცნაურ მუზეუმს.









8. მშვენიერი და უძველესი ეკლესიები
საქართველომ ქრისტიანობა 324 წელს მიიღო. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ლამაზი ეკლესია და საკათედრო ეკლესიაა. ეს ტაძრები წარმოუდგენელ ადგილებში მდებარეობს. მათ შორისაა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები- სვეტიცხოველი მცხეთაში და ბაგრატის ტაძარი ქუთაისში. ასევე აღსანიშნავია მთის წვერზე მდებარე გერგეთის სამება, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტშია. ეს მხარე ცნობილია მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მარათონის გზით. წელს სექტემბერში აქ შეგიძლიათ ყაზბეგის სათავგადასავლო მარათონზე მოხვდეთ.



9. ქართველი ხალხი და ქართული სტუმართმოყვარეობა
ზოგიერთი ქართველი ერთი შეხედვით ძალიან სერიოზულია, მაგრამ უმრავლესობა ძალიან კეთილი და გულგახსნილია. ქართველები სტუმარს ღმერთისგან გამოგზავნილად მიიჩნევა და ხშირად მზად არიან დაეხმარონ. ქართველების გულუხვობა და სტუმართმოყვარეობა ხშირად სუფრაზე ჭამასა და განსაკუთრებით სმაში გამოიხატება. როგორც საქართველოში იტყვიან “გაუმარჯოს!”, – აღნიშნულია სტატიაში.



უცხო სიტყვათა ლექსიკონი
*ეკლექტიკა იგივეა, რაც ეკლექტიზმი (ბერძნ. εκλεκτός „რჩეული, საუკეთესო“, ბერძნულიდან εκλέγω, „არჩევა, შერჩევა“) — შერჩევა-დაკავშირება სხვადასხვა სტილების. ტერმინი შემოტანილ იქნა II საუკუნეში ფილოსოფიური სკოლა ეკლექტიზმის ფუძემდებელ პოტამონის მიერ. ხელოვნებაში სხვადასხვა სტილის, განსხვავებული კომპოზიციური ხერხებისა და ელემენტების აღრევა. ეკლექტიკა — მიმართულება არქიტექტურაში, დომინირებდა ევროპაში 1830-1890-იან წლებში. ეკლექტიკა — მიმართულება ანტიკურ ფილოსოფიაში, ნაირგვარი სტილების შემაერთებელი.